ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ომბუდსმენი ქორწილში კარანტინის დროს ყოფნისთვის დააჯარიმეს

23 აგვისტო, 2020 • 1166
აზერბაიჯანში ომბუდსმენი ქორწილში კარანტინის დროს ყოფნისთვის დააჯარიმეს

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა „აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის“ პრეზიდენტის შვილიშვილის ქორწილში ყოფნის — სპეციალური კარანტინის რეჟიმის დარღვევის — გამო 400 მანეთით დააჯარიმეს.

ომბუდსმენის გარდა ქორწილში ყოფნისათვის დაჯარიმდნენ „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი სიავუშ ნოვრუზოვი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი აბელ მაჰარამოვი, კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი ალი აბასოვი და სხვები.

ქორწილი 18 აგვისტოს გაიმართა და იქიდან ფოტოების/ვიდეოების გავრცელებას, — სადაც ჩანდა, რომ ცნობილი ადამიანები დაწესებული საკარანტინო რეჟიმს არღვევდნეე, — აზერბაიჯანის საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი