ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” 5 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა

22 აგვისტო, 2020 • 1907
“ქართულმა ოცნებამ” 5 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო სხდომა გაიმართა. პარტიამ 5 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა:

  • ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი;
  • თერჯოლის მერობის კანდიდატი – თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი;
  • ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი;
  • ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  იქნება კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.

ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტიტე აროშიძეა. ქობულეთში, – ცოტნე ანანიძე; ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი წარდგენილია შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი