22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ონფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 – სამედიცინო პერსონალი, 3 – შემოტანილი შემთხვევა, ხოლო ერთის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
სამთავრობო პორტალ StopCov.ge-ს მონაცემების თანახმად, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 1394 შემთხვევაა დაფიქასირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1132 პაციენტი და გარდაიცვალა 17.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტი რჩება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.








