ახალი ამბები

ერდოღანი: შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოვაჩინეთ

21 აგვისტო, 2020 • 749
ერდოღანი: შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოვაჩინეთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, – იუწყება თურქული მედია TRT.

21 აგვისტოს სტამბოლში სიტყვის გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობაა 320 მილიარდი კუბური მეტრია.

მან განაცხადა, რომ იმედოვნებს, ამ მარაგების მოპოვება 2023 წლიდან დაიწყება. ერდოღანის თანახმად, აღმოჩენილი რეზერვი გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი