ნეტგაზეთი | ნორმალიზების გზაა, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე — დეგნანი ლავროვის განცხადებაზე ნორმალიზების გზაა, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე — დეგნანი ლავროვის განცხადებაზე – Netgazeti
RU | GE  

ნორმალიზების გზაა, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე — დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. ლავრომა თქვა, რომ მოსკოვი სრულად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს, თუმცა ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში თანმიმდევრულობა აკლიათ.

როგორც კელი დეგნანმა თქვა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მთავარი მესიჯი ის იქნება, თუ რუსეთი ფრენებზე შეზღუდვას მოხსნის.

“ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე. ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს”, — განუცხადა ჟურნალისტებს კელი დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის “სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენაზე” ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სრულად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს, თუმცა ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში თანმიმდევრულობა აკლიათ. აბაშიძის აზრით, ლავროვის აღნიშნული კომენტარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს ეხებოდა.

სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს “ოცნების” ინიცირებულ ნორმალიზაციის კურსს – ლავროვი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი