ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთში იმყოფებოდნენ

20 აგვისტო, 2020 • 1337
ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთში იმყოფებოდნენ

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“მთავარი არხის” ინფორმაციითვე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა უპრობლემოდ გადაკვეთეს საგუშაგო პოსტი.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს  არცერთი აკეთებს.

აღნიშნულ ვიზიტზე კომენტარს არც სუს-ში აკეთებენ.

“პატრიოტთა ალიანსის” აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის მიზეზი უცნობია, თუმცა პარტიის წევრებს აფხაზებისთვის, სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით, პირდაპირი დიალოგის ღიად შეთავაზების მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი პარლამენტის დეპუტატმა რაულ ლოლუამ მედიასთან მოსკოვში გამართული დსთ-ის ქვეყნების პარლამენტარების კონფერენციისა და ქართულ დელეგაციასთან მოულოდნელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

აფხაზური მხარე: თუ ქართველი დეპუტატები მოსკოვში აფხაზეთის საკითხის გადაჭრას ფიქრობენ, ცდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი