ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან Covid-19-ის მქონე ოთხი პაციენტიდან ორი ჯანდაცვის სფეროდანაა – თბილისი

20 აგვისტო, 2020 • 703
აფხაზეთიდან Covid-19-ის მქონე ოთხი პაციენტიდან ორი ჯანდაცვის სფეროდანაა – თბილისი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოყვანილი იყო 4 პაციენტი, მათ შორის- ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

თბილისის ცნობითვე, აფხაზეთიდან შემოყვანილი პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან პანდემიის პერიოდში შემოსულთა რაოდენობას, როგორც შერიგების მინისტრის აპარატი იუწყება, 22 მარტიდან დღემდე აღნიშნული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 589 პირს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი