ახალი ამბები

20 აგვისტო: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 აგვისტო, 2020 • 1232
20 აგვისტო: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 4 დაკავშირებულია ლენჯერთან, 3 შემოტანილია, აქედან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ასევე ერთი პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, კიდევ ერთ პაციენტზე კი მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოკვლევა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საინფორმაციო პორტალის, stopcov.ge-ს მონაცემების თანახმად ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1370 შემთხვევაა დაფიქასირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1108 პაციენტი და გარდაიცვალა 17.

მასალების გადაბეჭდვის წესი