ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თაფლი შესაძლოა უკეთესი სამკურნალო საშუალება იყოს ხველის, ცხვირიდან გამონადენისა და ყელის ტკივილის დროს, ვიდრე ანტიბიოტიკები.
როგორც “გარდიანი” წერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაფლისა და თაფლის შემცველი მედიკამენტების ეფექტურობა შეადარეს ერთმანეთს. მონაცემთა ბაზების ანალიზმა აჩვენა, რომ თაფლი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით, ძლიერი ხველის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ორმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმპტომები 1-2 დღით ნაკლებ ხანს გრძელდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც თაფლს ღებულობდნენ.
“ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ანტიბიოტიკების დანიშვნის ყველაზე ხშირი მიზეზია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია, ანტიბიოტიკი არაფექტური და შეუსაბამოა. თაფლი არაპროფესიონალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება და კარგად არის ნაცნობი პაციენტებისთის. ის ასევე ადვილად ხელმისწვდომი და იაფია. როდესაც ექიმებს სურთ ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციებისთვის უსაფრთხო საშუალების დანიშვნა, ჩვენ რეკომენდაცის ვუწევთ თაფლს, როგორც ანტიბიოტიკის ალტერნატივას”, – წერენ კვლევის ავტორები ჟურნალ BMJ Evidence Based Medicine-ში.
თაფლი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება, როგორც სახლის სამკურნალო საშუალება, გაციებისა და ხველის დროს, განსაკუთებით -ბავშვებში. თუმცა ზრდასრულებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს თაფლის ეფექტურობა სისტემატურად მიმოხილული არ ყოფილა.
თუმცა “ოქსფორდის” მედიცინის სკოლის მკვლევარმა ჰიბატულა აბუელგასიმმა და ნაფილდის პირველადი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა – შარლოტა ალბარიმ და ჯოზეფ ლიმ – აღნიშნეს, რომ თაფლი რთული და არაერთგვარი ნივთიერებაა. მათ ასევე მიუთითეს, რომ მხოლოდ ორი კვლევა მოიცავდა პლაცებოს და საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე მეტი ასეთი კვლევის ჩატარებაა საჭირო.