ახალი ამბები

მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტი და პრემიერი დააკავეს

18 აგვისტო, 2020 • 1016
მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტი და პრემიერი დააკავეს

მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბოუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისსი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

აფრიკის კავშირის თავმჯდომარე მუსა ფაკი მაჰამატმა დაგმო დაკავებები და აჯანყებულებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“როიტერსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ. ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარე კატის სამხედრო ბაზაზე სამხედროების ჯგუფმა სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნები ალყაში მოაქცია. სამხედროები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. კეიტას წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მალიში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებამ კეიტას პარტიას უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი