ახალი ამბებისაზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 21 მილიონს აჭარბებს

17 აგვისტო, 2020 • 861
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 21 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 21 მილიონს აჭარბებს. აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცამებით, მთლიანობაში, 21 698 513 შემთხვევაა დადასტურებული.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში (5 403 361), ბრაზილიაში (3 340 197 ) და ინდოეთშია (2 647 663).  მილიონს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში, სადაც, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 925 558 შემთხვევაა დადასტურებული.  ნახევარ მილიონს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში — (587 245), პერუსა (535 946) და მექსიკაში ( 522  162).

რაც შეეხება ევროპას, აქ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში (342 813), დიდ ბრიტანეთში (320 2343), საფრანგეთსა (255 980) და იტალიაშია (253 915).

ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეზღუდვები კვლავ წესდება. დღეიდან სექტემბრის დასაწყისამდე იტალიაში ღამის კლუბები იხურება, ასევე, სავლდებულო ხდება პირბადის ტარება საღამოს 18:00 საათიდან დილის 6:00-მდე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.

პარალელურად, ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებს, მათ შორის პირბადის ტარებას, აპროტესტებენ.

სამხრეთ კორეის ორ წერტილში, სეულსა და კიონგიდოში, სადაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა მკაცრდება, დახურულ სივრცეებში 50-ზე მეტი, ღია სივრცეებში კი 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.

ახალ ზელანდიაში, სადაც ბოლო 102 დღეში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსის გამო საპარლამენტო არჩევნები 1 თვით გადაიდო.

ჰონკონგში პირბადის ტარების და სოციალური დისტანცირების დაცვა კვლავ ძალაში რჩება.

ორშაბათიდან შეზღუდვების შერბილება იწყება ისრაელში, რითაც დახურულ სივრცეებში 20-ზე მეტი ადამიანის, ხოლო ღია სივრცეებში 30-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა დასაშვები ხდება.

ხუთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, ალჟირში მეჩეთები, კაფეები და პარკები გაიხსნა.

საუდის არაბეთში ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი 7 კვირა დისტანციური სწავლება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი