ახალი ამბებირეკლამა

მეზობლობის დაზღვევა – თუ ქალაქიდან გადიხართ

17 აგვისტო, 2020 • 648
მეზობლობის დაზღვევა – თუ ქალაქიდან გადიხართ

ალდაგის მეზობლობის დაზღვევის შეძენა ონლაინ, 5 ლარად არის შესაძლებელი. მეზობლობის დაზღვევა – ალდაგის პროდუქტია, რომელიც მეზობლის სახლის რემონტის ხარჯებს აანაზღაურებს, თუკი დაზიანება თქვენი მიზეზით მოხდება.

მეზობლობის დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკი – წლის ჩაშვება, ასევე ხანძარი ან აფეთქება, რომელიც უყურადღებობის ან სხვა მიზეზის გამო შეიძლება გაჩნდეს.

„ზაფხულის პერიოდში ეს პროდუქტი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხოლმე. ეს ის დროა, როდესაც დასასვენებლად მივემგზავრებით, დაკეტილ ბინაში კი წყლის გაჟონვისა თუ სხვა რისკები იზრდება, ამიტომ ჩვენი მომხმარებლები მშვიდად რომ იყვნენ, ვთავაზობთ ონლაინ ხელმისაწვდომ დაზღვევას, რომელიც დისტანციურად შეუძლიათ იყიდონ და მშვიდად გაატარონ დასვენების დღეები.“- ამბობენ ალდაგში.

მეზობლობის დაზღვევას რამდენიმე პაკეტი აქვს, ფასები 5 ლარიდან იწყება და ანაზღაურების ლიმიტები 5000-დან 20 000 ლარამდე იზრდება. მეზობლობის დაზღვევა იმ შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუ მსურველი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მეზობლობის დაზღვევით საკუთარ თავს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დააზღვევთ და მეზობელიც მშვიდად გეყოლებათ. სრულ ინფორმაციას შეთავაზებასა და ფასებზე გაეცანით აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი