ახალი ამბებისაზოგადოება

ქობულეთის ბუნგალოში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა — იმნაძე

15 აგვისტო, 2020 • 1813
ქობულეთის ბუნგალოში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა — იმნაძე

ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა.

“ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში  და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს”, საქართველოში ყველგან არის და თვითონ ქობულეთშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი