ახალი ამბები

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, მოძრაობა შეიზღუდება

15 აგვისტო, 2020 • 838
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, მოძრაობა შეიზღუდება

16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

მათივე განმარტებით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი