ახალი ამბები

ახალი შემთხვევებიდან 9-ის წყარო სვანეთში მოგზაურობაა — ეზუგბაია

15 აგვისტო, 2020 • 2935
ახალი შემთხვევებიდან 9-ის წყარო სვანეთში მოგზაურობაა — ეზუგბაია

ინფექციური საადავამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 დადასტურებული შემთხვევიდან, 9 შემთხვევის წყარო სვანეთში მოგზაურობაა.

მისივე ინფორმაციით, 4 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 1 არის შემოტანილი შემთხვევა — სატვირთო მანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე კი კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6 კრიტიკული და ხოლო 19 მძიმე პაციენტია. მისი თქმით, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი