ახალი ამბები

„საქართველო არ ცნობს დიქტატორს“ – მორიგი აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

14 აგვისტო, 2020 • 1456
„საქართველო არ ცნობს დიქტატორს“ – მორიგი აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 14 აგვისტოს კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები ბელარუსში მიმდინარე პროტესტის მონაწილეთათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

აქციის მონაწილეები, ბელარუსისა და საქართველოს მოქალაქეები, სთხოვენ საქართველოს ხელიდუფლებას, შეაფასოს მინსკსა და სხვა ქალაქებში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები.

„ჩვენი მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ხალხს, რომელიც იბრძვის ბელარუსში და თავაზიანად ვთხოვოთ საქართველოს მთავრობას, გაახმიანოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც იქ ხდება“, – აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა ირა მასალსკაიამ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის, „საქართველო არ ცნობს დიქტატორს! მხარი დაუჭირეთ ბელარუსელ ხალხს!“

მათ ასევე უკავიათ ხელში ყვავილები, ბელარუსში მიმდინარე აქციების მონაწილეთა მსგავსად, რომლებიც ამ ფორმით გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ.

აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

აქცია ბელარუსის პროტესტის მხარდასაჭერად

ნახეთ ვრცლად:

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი