ახალი ამბები

ბრიტანეთმა საფრანგეთიდან ჩასულ პირებს სავალდებულო კარანტინი დაუწესა

14 აგვისტო, 2020 • 867
ბრიტანეთმა საფრანგეთიდან ჩასულ პირებს სავალდებულო კარანტინი დაუწესა

ბრიტანეთმა საფრანგეთიდან ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინი დაუწყესა. როგორც BBC წერს, საფრანგეთი, ნიდერლანდებთან, მონაკოს და მალტასთან ერთად, იმ ქვეყნებს შორისაა, საიდან ჩასულ პირებსაც სავალდებულო 14- დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ინფიცირების მაჩვენებელი “არსწორი გზით ვითარდება”.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 20 შემთხვევას გადააჭარბა.

გამოცემა წერს, რომ ამ დორისთვის საფრანგეთში ბრიტანეთის 160 000-მდე მოქალაქე მოგზაურობს.

ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული პარასკევის შემდეგ საფრანგეთში ახლად დადასტურებული შემთხვევები ყოველ 100 000 მოსახლეზე 66%-ით გაიზარდა, ნიდერლანდებში კი- 52%-ით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი