ახალი ამბებიხელოვნება

გორში დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი ჩატარდება

14 აგვისტო, 2020 • 1908
გორში დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი ჩატარდება

გორში საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი, CineDOC-Gori  ჩატარდება.   

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,  მინიფესტივალი 13 აგვისტოს პოლონელი რეჟისორის,  მალგორჟატა გოლიშევსკას “სიყვარულის გაკვეთილებით” გაიხსნა და 17 აგვისტოს დანიელი რეჟისორის,  კამილა მაგიდის  “ცეკვის გაკვეთილებით”  დასრულდება. 

კინოჩვენებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით “ახალბაღის” ღია კინოთეატრში საღამოს 9 საათზე მოეწყობა.  ფესტივალი 5 დღის განმავლობაში 8 კინოჩვენებას მოიცავს. საფესტივალო პროგრამა შედგება უცხოელი და ქართველი რეჟისორების მოკლე და სრულმეტრაჟიანი ნამუშევრებისგან. 

CineDOC-Gori CineDOC-Tbilisi On-Tour-ის პროგრამაა, რომელიც უკვე მეორე წელია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.


ნინი შველიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი