ახალი ამბები

დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი დასაქმებული დაშავდა

14 აგვისტო, 2020 •
დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი დასაქმებული დაშავდა

თბილისში, დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა (ხანძრის გარეშე), რის შედეგადაც საცხობის ორი თანამშრომელი დაშავდა.

„ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია და ორი დაშავებული, რომელსაც საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს, კლინიკაშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი