ახალი ამბებისაზოგადოება

სანზონაში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

13 აგვისტო, 2020 • 1109
სანზონაში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სანზონაში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მიკროავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


შენიშვა: მთავარი ფოტო არ ასახავს დამწვარ მიკროავტობუსს

მასალების გადაბეჭდვის წესი