ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

13 აგვისტო, 2020 • 680
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

დღეს, 13 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა  20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ცოტა ხნის წინ  ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალური გაცვლითი კურსიც გამოაქვეყნა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულებაა 3.07 ლარი. რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მცირედით, 0.005 თეთრით გამყარდა. დოლარისგან განხვავებით, ლარი გაუფასურდა ევროსთან 1.7 თეთრით და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.64 ლარი გახდა.

სებ-მა მიმდინარე წელს, ჯამში, ათი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. აქედან ყველაზე დიდი თანხა 100 მლნ აშშ დოლარი მარტში გაყიდა. 31 ივლისის მდგომარეობით ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 3.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი