ახალი ამბები

29% – ენმ-ს, ხოლო 25% “ქართულ ოცნებას” არცერთ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს

12 აგვისტო, 2020 •
29% – ენმ-ს, ხოლო 25% “ქართულ ოცნებას” არცერთ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს

IRI-ის კვლევის თანახმად, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 29%.

25% არცერთ გარემოებაში არ დაუჭერდა მხარს “ქართულ ოცნებას”, 16% – “გირჩს”, 12% – “პატრიოტთა ალიანსს”. ამომრჩეველთა 9-9% ამბობს, რომ არ მისცემდა ხმას “ლეიბორისტულ პარტიას”, “სამართლიანობისთვის”, “დემოკრატიულ მოძრაობას”.

გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ არასდროს მისცემდა ხმას “ევროპულ საქართველოს”.


IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი