ახალი ამბები

საპენსიო სააგენტომ 3 თვეში ხელფასებზე ₾ 649,693 დახარჯა

12 აგვისტო, 2020 • 1023
საპენსიო სააგენტომ 3 თვეში ხელფასებზე ₾ 649,693 დახარჯა

საპენსიო სააგენტომ 2020 წლის 3 თვეში ხელფასებზე 649,693 დახარჯა. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდა პორტალზე “ბიუჯეტის მონიტორი”.

სახელფასო დანახარჯების 4%, ანუ 24,317 სააგენტოს თანამშრომლებმა დანამატის სახით მიიღეს. ამჟამად საპენსიო სააგენტოში 58 ადამიანია დასაქმებული, 9 კი შტატგარეშე თანამშრომელია.

საპენსიო სააგენტო საპენსიო რეგორმის ფარგლებში შეიქმნა. ამ რეფორმის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა და დასაქმებული ანაზღაურების 2%-ს საპენსიო ფონდში რიცხავს.

ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. 2%-ს  კი სახელმწიფო იხდის. სწორედ ამ ფორმით მობილიზებული ფინანსების მართვაა საპენსიო სააგენტოს ფუნქცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი