ახალი ამბები

თოფაძის თქმით, დაზიანებები ჟვანიასთან შეხლა-შემოხლისას მიიღო, თუმცა დანა არ დაუნახავს – ადვოკატი

12 აგვისტო, 2020 • 1410
თოფაძის თქმით, დაზიანებები ჟვანიასთან შეხლა-შემოხლისას მიიღო, თუმცა დანა არ დაუნახავს – ადვოკატი

ლევან თოფაძის ადვოკატი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, დაზარალებული აცხადებს, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლისას მიიღო, თუმცა უშუალოდ დანა ან რაიმე მსგავსი საგანი თავად არ დაუნახავს:

“მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა ასევე განმარტა, რომ უშუალოდ დანა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირდება, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა”, – ამბობს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან თოფაძე კატეგორიულად უარყოფს მის მიერ ბუსა ჟვანიასთვის რაიმე სახის დაზიანებების მიყენებას:

“არანაირი ფაქტი აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არაა და კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინა ბუსა ჟვანიასთვის”, – ამბობს ადვოკატი.

2 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლთან გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. როგორც მაშინ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილიშვილს ცივი იარაღით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

აღნიშნულ სქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანაის შვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი