ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

11 აგვისტო, 2020 • 1117
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და სააფთიაქო ქსელის „შპს ფარმანეტი“-ს პარტნიორობით კომპანიამ  თემქაზე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა. პანდემიის პირობებში კომპანიას არ შეუჩერებია აქტიური ფუნქციონირება და მომავალში ქსელის გაფართოებასაც გეგმავს. 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა შპს ფარმანეტის სააფთიაქო ქსელის გაფართოებისთვის. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფარმაცევტული სფეროს წახალისება.

კომპანია თბილისის მაშტაბით 4 ფილიალს ფლობდა გლდანი-საბურთალოს ტერიტორიაზე და სასიამოვნოა, რომ მეხუთე აფთიაქი თემქაზე ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პარტნიორობის ფარგლებში შპს ფარმანეტი სამომავლოდ  გაფართოებას გეგმავს.  ბანკის მზადაა კომპანიას, როგორც მის სანდო პარტნიორს, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა“- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, შპს ფარმანეტმა ფარმაცევტული საქმიანობა  2011 წელს დაიწყო. კომპანიის მიზანია სოციალური  პასუხისმგებლობის     ფარგლებში    დახმარება    გაუწიოს  მომხმარებელს ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და სამკურნალოპროფილაქტიკური საშუალებების შეთავაზებით. ასევე, მაღალკვალიფიციური კადრების  მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი