ახალი ამბები

ტრამპის ბრიფინგის მიმდინარეობისას თეთრ სახლთან სროლა იყო

11 აგვისტო, 2020 • 1261
ტრამპის ბრიფინგის მიმდინარეობისას თეთრ სახლთან სროლა იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრიფინგის მიმდინარეობისას, ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, ტრამპს ბრიფინგის შეაწყვეტინეს – ტერიტორია უსაფრთხოების სამსახურმა დაატოვებინა.

CNN უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლი სამართალდამცველებმა  მას შემდგომ გახსნეს, რაც თეთრ სახლთან 51 წლის კაცი მივიდა და განაცხადა, რომ თან იარაღი ჰქონდა. უწყების თქმით, ამის შემდეგ კაცი მივარდა ერთ-ერთ ოფიცერს და ხელის სწრაფი მოძრაობით, იარაღით,  ტანსაცმლიდან გაურკვეველი ნივთი ამოიღო.

გამოცემა უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი საბოლოოდ შეუიარაღებელი აღმოჩნდა.

სროლიდან რამდენიმე წუთში ტრამპი ბრიფინგების ოთახში დაბრუნდა.

„თეთრი სახლის მახლობლად იყო სროლა და, როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშაა. მე მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ისინი თავიანთ მოქმედებებში მუდამ სწრაფნი არიან და სამუშაოს ეფექტიანად ასრულებენ“, – თქვა ტრამპმა დაბრუნებისას და განმარტა, რომ პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი