ახალი ამბები

მესტიაში 18 სასტუმრო კარანტინისთვის მობილიზებულია – ტურიზმის ადმინისტრაცია

11 აგვისტო, 2020 • 1014
მესტიაში 18 სასტუმრო კარანტინისთვის მობილიზებულია – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში საკარანტინო სივრცეებისთვის მობილიზებულია 18 სასტუმრო, ჯამში, 327 ოთახით.

გუშინ, 10 აგვისტოს კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მესტიაში კარანტინი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ, თუმცა, ტერიტორიის დასატოვებლად აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა.

„მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში.

მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ტურისტების პირველი ნაწილი, რომლებიც სასტუმროებში გადანაწილდებიან, უკვე იდენტიფიცირებულია და მათი გადაყვანა ახლოს მდებარე საკარანტინო სივრცეებში უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი