ახალი ამბები

მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ ტურისტებს მიმართავს

10 აგვისტო, 2020 • 1625
მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ ტურისტებს მიმართავს

მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს ან 112-ს მიმართონ:

“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განამვლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცნეტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.ge, რათა თავი აარიდიონ შესაძლო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მღალი რისკია” ,- აცხადებენ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოში.

დღეს, 10 აგვისტოს, მთავორბის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,მეტიის მუნიციპალიტეტი იკეტება. იკრძალება მუნიციპალიტეტში როგორც შესვლა ,ასევე, გამოსვლა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ხოჯევანიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში და დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი