დღეს 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტად ოფიციალურად 4 კანდიდატი დარეგისტიტრდა: ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერჩენი, ანა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ეს უკანასკნელი ლუკაშენკოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა, თავის მხრივ, კი ლუკაშენკოს პრეზიდენტობა მეექვსე ვადით სურს. ის უკვე 26 წელია, რაც ამ თანამდებობას იკავებს.
არჩევნების დღეს ბელარუსის დედაქალაქში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებიც.
BBC-ის რუსული ბიურო ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ 12 საათი მონაცემებით, არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებელმა 54%-ს გადააჭარბა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა.
გამოცემის თანახმადვე, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდება. BBC-ის ინფორმაციითვე, მათ შორის, ეუთო-ოდირ-ში აცხადებენ, რომ ბელარუსის მთავრობამ მათ არჩევნებზე დასაკვირვებლად აუცილებელი შესაბამისი მოსაწვევები დროულად არ გაუგზავნა.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე არც დამოუკიდებელ დამკვირვებლებს უშვებენ.
ამ დროისთვის, არჩევნებში მონაწილეობა ლუკაშენკომ და სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკვე მიიღეს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ბელარუსში არჩევნებს წინ უძღოდა ტიხანოვსკაიას წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული კლიპი, რომელშიც მან მოუქოდა სამართალდამცველებს „დანაშაულებრივი ბრძანებები“ არ შეესრულებინათ. კლიპი შაბათს გამოქვეყნდა, იმავე დღეს მისი შტაბის უფროსი მარია მოროზი დააკავეს.
BBC-ის თანახმად, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მას ორშაბათს უკვე გაათავისუფლებენ.
დღეს კი 9 აგვისტოს, არჩევნების დღეს მინსკში დააკავეს ტელეკომპანიზ „დოჟდის“ სამი ჟურნალისტი. დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
⚡ Дождь подтвердил, что задержанные на этом видео — журналисты телеканала. Это корреспонденты Владимир Роменский и Василий Полонский, а также оператор Николай Антипов. Их увели в неизвестном направлении pic.twitter.com/UfCYK3N1t6
— Алексей Новоселов (@novosyolov) August 9, 2020