ახალი ამბები

9 ახალი შემთხვევიდან 2 მედპერსონალია – გამყრელიძე

9 აგვისტო, 2020 • 1471
9 ახალი შემთხვევიდან 2 მედპერსონალია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით 9 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალის წევრია.

გამყრელიძემ დღეს IPN-თან განმარტა, რომ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევების წყაროები კი ცნობილია.

„დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი.

3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ნეტგაზეთმა ინფორმაციის გამოქვეყნებამდე თავად გამყრელიძესაც მიმართა. მან გვითხრა, რომ ინტერვიუს მხოლოდ ერთ გამოცემას მისცემდა.


9 აგვისტოს მონაცემებით,საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1000 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვა

მასალების გადაბეჭდვის წესი