ახალი ამბები

ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს – აპატურაი

8 აგვისტო, 2020 • 1086
ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს – აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აგვოსტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში, რომელიც აპატურაის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ნატო რუსეთს კვლავ მოწუოდებს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს.

„12 წელია რაც, რუსულ ძალებს საქართველოს ტერიტორიების 20% უკანონოდ აქვთ დაკავებული, რის შედეგადაც, საქართველოს ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ნატო კვლავ ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან,“ – წერს აპატურაი.

მასალების გადაბეჭდვის წესი