ახალი ამბები

ინდოეთში თვითმფრინავი, სადაც 191 ადამიანი იყო, ორად გადაიხსნა

7 აგვისტო, 2020 • 1102
ინდოეთში თვითმფრინავი, სადაც 191 ადამიანი იყო, ორად გადაიხსნა

ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა, ავარია განიცადა.

BBC-ის თანახმად, ინდოეთის ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან მიფრინავდა, ინდოეთში, აეროპორტში დაშვების შემდეგ დაცურდა და ორად გადაიხსნა.

ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. არაერთი მგზავრი დაშავდა.

შემთხვევა ძლიერი წვიმისას, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი