ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, “ზეგის” თანამშრომლების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერები ამოიღეს

7 აგვისტო, 2020 • 1110
ადვოკატის თქმით, “ზეგის” თანამშრომლების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერები ამოიღეს

“ზეგის” ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე კომპიუტერი ამოიღეს. მათ შორის- კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის კომპიუტერიც. ადვოკატისთვის უცნობია, რა პრინციპით შეარჩია პოლიციამ ზეგ-ის ხუთი თანამშრომელი, რომელთა სახლებშიც დღეს მოსამართლის მიერ პირველ აგვისტოს გაცემული განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

“სასამართლოს განჩინებით იყვნენ, თუმცა, რა კავშირშია ჩხრეკა მიმდინარე გამოძიებასთან, იქ არ ეწერა. ამიტომ ჭორებით ვერ ვიმსჯელებ. რაც შეეხება, რა ამოიღეს, როცა გვკითხეს, ელექტრონული მოწყობილობები რა გაქვთო, ორი ლეპტოპი გამოუტანა და მისცა. რატომ იყო ეს ხუთი ადამიანი შერჩეული, ამაზე გამომძიებელი პასუხს ვერ გაგვცემს, ეს პროკურორმა უნდა გვითხრას”, – ამბობს ადვოკატი.

ჩატარებულ ჩხრეკაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს,  დასაქმებული იყო საქართველოში დარეგისტრირებული შპს „ზეგში”, რომელიც 2015 წელსაა შექმნილი. მისი დირექტორი თამარ კობერიძეა. საჯარო რეესტრის მონაცემებითვე, კომპანიის მფლობელი არის აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი.

მასალების გადაბეჭდვის წესი