ახალი ამბები

7 აგვისტო: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 7

7 აგვისტო, 2020 • 1130
7 აგვისტო: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 7

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1 213 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 994 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 680 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

მასალების გადაბეჭდვის წესი