ახალი ამბები

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: დღეიდან ვიწყებ შიმშილობას

6 აგვისტო, 2020 • 1029
თამარ ბაჩალიაშვილის დედა: დღეიდან ვიწყებ შიმშილობას

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გამოძიებას არ ენდობა და შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან დღეს,  6 აგვისტოს, პროკურატურის ეზოში, მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს. დაღუპულის დედა კვლავ ითხოვს საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას.

“თავად არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ განვაცხადო: მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილს. აქ ვაპირებ დღეიდან შიმშილს”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს, თუ საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება და ის დაადასტურებს აღნიშნულს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თანახმაა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებაზე, შეხვდეს მას გამოძიების შემდეგ, თეონა თამაზაშვილმა უპასუხა:

“გამოძიებას არ ვენდობი და რატომ უნდა შევხვდე?”

გამოძიებას არ ენდობა არც საქმეში ჩართული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედურ ანგარიშს აკრიტიკებს, რომელშიც უწყება თვითმკვლელობის ვერსიაზე მიანიშნებს და აღნიშნავს.

“ეს არის მიზანმიმართული განაჩენი და პირდაპირ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება არ განხორციელდება”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ლეპტოპიდან, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ამოიღო, მასალები წაშლილია, რაც მტკიცებულებების დაფარვაზე მიანიშნებს.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციისა და მართლმასჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც ხორციელდება  ჩვენს თვალწინ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები ახორციელებენ, პირველ რიგშ,ი არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ”, – აღნიშნა მან და გამოძიების დასრულების შემდეგ ბაჩალიშვილის მშობლებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი