ახალი ამბები

17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

6 აგვისტო, 2020 • 5026
17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 17 წლის ჩათვლით ყველა საქართველოს მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღბენ.

„ეკონომიკურ კირიზისში ჩვენს მოქალაქეებსა და ბავშვებს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა კრიზისში იმყოფებიან და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში…

რომ შევაჯამოთ, ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“ ,- განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი