ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი 4 დღეში 100 ათასამდე მგზავრმა გადაკვეთა

5 აგვისტო, 2020 • 1668
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი 4 დღეში 100 ათასამდე მგზავრმა გადაკვეთა

აფხაზური მხარის ცნობით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი 4 დღეში [პირველი აგვისტოდან] 100 ათასამდე მგზავრმა გადაკვეთა. აქედან, უმრავლესობამ საზღვარი რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით  გადაკვეთა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი გამშვები პუნქტის გახსნა აფხაზურ საზოგადოებასა და დე ფაქტო ხელისუფლებაში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო.  საზღვრის გახსნის მომხრეთა არგუმენტად ტურისტული სეზონის განვითარება და, შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა სახელდებოდა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტი კი კორონავირუსის გავრცელებისგან აფხაზეთის მოსახლეობის დაცვა იყო.

რუსეთთან საზღვარი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტიდან მეორე დღესვე გაიხსნა. პროცესს წინ უსწრებდა ასევე რუსეთის სანიტარული სამსახურების ოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში, სადაც “რუს სპეციალისტებს ადგილზე უნდა შეემოწმებინათ რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური გარემო”.

ფოტო: apsnypress

მასალების გადაბეჭდვის წესი