ახალი ამბები

სააკაშვილს 3 “არა” სჭირდება, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს, 2 უკვე აქვს — თალაკვაძე

5 აგვისტო, 2020 • 1503
სააკაშვილს 3 “არა” სჭირდება, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს, 2 უკვე აქვს — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის “თავის ტკივილია”. მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილი ნაკლებად საინტერესოა.

ასე გამოეხმაურა ის სააკაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ  არჩევნებში “ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად სწრაფი მოქმედებებია საჭირო.

როგორც თალაკვაძე ამბობს, სააკაშვილის ჩარევა  საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

“როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის სჭირდება სამი “არა”, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი. მარ ორი არა უკვე აქვს მიღებული 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე არას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.  რეალურად, ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე, კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები.

ტელეკომპანია “პირველთან” ინტერვიუს დროს  მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.

მისივე თქმით, პრემიერად მის დასახელებაზე საუბრობდნენ ასევე უკრაინაშიც, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, არჩევნებამდე თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი მისთვის ნაადრევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი