ახალი ამბებისაზოგადოება

ადამიანურად მესმის, მეც ვმართავ ავტომობილს — კალაძემ ჭავჭავაძეზე საცობის გამო ბოდიში მოიხადა

5 აგვისტო, 2020 • 1278
ადამიანურად მესმის, მეც ვმართავ ავტომობილს — კალაძემ ჭავჭავაძეზე საცობის გამო ბოდიში მოიხადა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შაბათს, პირველ აგვისტოს, ახლად რეაბილიტირებულ  ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი საცობის გამო ბოდიში მოიხადა. მან ჭავჭავაძის გამზირის საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ადამიანურად ესმის” იმ მძღოლების, რომლებიც საცობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

როგორც კალაძემ თქვა, თბილისში მსგავსი პროექტების განხორციელება მისი “ახირება ან ხუშტური” არაა. მისი თქმით, როცა მერობას დათანხმდა, გუნდთან ერთად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ვერ იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც “უბრალოდ გზას დააგებდნენ” ან “ორმოებს ამოავსებდნენ”.

“მინდა დავიწყო თემით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა დავიწყო შაბათით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით “საცობში” დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავაადგილდები. თქვენს ადგილას, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ

შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების შეცვლას საცობები მოჰყვა, რამაც მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი