ახალი ამბები

ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

4 აგვისტო, 2020 • 2325
ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია არაერთი ადამიანი.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ცნობით, აფეთქება პორტის რაიონში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები მდებარეობს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა დაშავებულთა “ძალიან მაღლი რიცხვისა” და დიდი ზიანის შესახებ განაცხადა. “როიტერსის” ცნობით, გარდაცვლილია, სულ მცირე, ათი ადამიანი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ძლიერი აფეთქების ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები.

“ბიბისის” ცნობით, აფეთქება წინ უძღვის ექს-პრემიერ რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებას. ჰარირი 2005 წელს, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. გაერო-ს ტრიბუნალმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს “ჰეზბოლას” ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში და ჰარირის მკვლელობაში ბრალდებულ 4 პირთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი