ახალი ამბები

არ გამოვრიცხავთ, ბაღებში ბავშვების ნაკადი შემცირდეს – სამინისტრო

4 აგვისტო, 2020 • 1583
არ გამოვრიცხავთ, ბაღებში ბავშვების ნაკადი შემცირდეს – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბაგა-ბაღების ამუშავების შემდეგ არ არის გამორიცხული, ბავშვთა ჯგუფებში ნაკადები შემცირდეს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ფერაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. უახლოეს დღეებში კი გამოქვეყნდება პროტოკოლი – როდის და რა ნორმების დაცვით გაიხსნებიან ბაღები და სკოლები.

მანამდე IPN-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეპიდემიის გამო, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში ითხოვს 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას. ჟურნალისტებმა ფერაძეს ამ საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა ამის შსახებ დეტალურად არ უსაუბრია.

მისივე განმარტებით, ზოგადი მოთხოვნები, როგორიცაა, დისტანცია და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, პროტოკოლში მოთხოვნის სახით ჩაწერილი იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ გამორიციხავს სამინისტრო, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვთა ნაკადები შემცირდება, ფერაძე პასუხობს:

„გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, ეს არის რეკომენდებული. თუმცა, [რა] რაოდენობით იქნება, ეს არის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე, აღსრულებადი რომ იყოს – იმ რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული,“ – აცხადებს ფერაძე.

საქართველოში საბავშვო ბაღები და სკოლები 2020 წლის გაზაფხულიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი