ახალი ამბებირეკლამა

დაზარალებულ ფერმერებს ალდაგი 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს

3 აგვისტო, 2020 • 919
დაზარალებულ ფერმერებს ალდაგი 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს

2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ზარალების დასაფარად სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს. ბოლო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებთან მუშაობა დასრულებულია და თანხების ჩარიცხვა უკვე მიმდინარეობს.  

ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ ფერმერებს თანხას ზარალისთანავე უნაზღაურებს.  ანაზღაურების ეს სისტემა ალდაგმა ორი წელია დანერგა. თუ მანამდე ანაზღაურება პროდუქციის ფაქტობრივ ფასზე იყო დამოკიდებული, დღეს ალდაგი ახერხებს კლიენტებს თანხა აუნაზღაუროს ზარალისთანავე, პოლისში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად. ამ სქემის დახმარებით, ფერმერები თანხას ზარალის დადგომისთანავე იღებენ, რაც მათ საქმიანობაში რისკებს ამცირებს და საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გააგრძელონ მეურნეობა. 

„საკმაოდ სერიოზული იყო წლევანდელი სტიქია. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხეთ ზარალის აღწერა, ჩვენი კლიენტების მომსახურება და ამჟამად ვასრულებთ თანხების ჩარიცხვის პროცესს. მოხარული ვართ, რომ ფერმერებს დროულად ვეხმარებით, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ თავისის საქმიანობა სერიოზული დანაკარგების გარეშე. ზოგადად დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი გლეხებიც დარწმუნდნენ, რომ ფერმერული საქმიანობა დაზღვევის გარეშე ძალიან მაღალი რისკის მატარებელია,“- აცხადებენ ალდაგში.

 სულ ალდაგს 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს აგრო სექტორში ანაზღაურებული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი