ახალი ამბები

“ტაბულას” რედაქტორი პოსტს დროებით ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება

3 აგვისტო, 2020 • 2279
“ტაბულას” რედაქტორი პოსტს დროებით ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება

“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საცხოვრებლად გადავა ფოთში, სადაც გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს და ახალგაზრდების მიმათულებას ჩაიბარებს.

“ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს: “ტაბულას” სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები, სანამ კამპანიაა.  გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ!” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო კამპანია გახსნა და 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელა. მათ შორის, გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი