ახალი ამბები

ბაჩალიაშვილზე სიუჟეტის შემდეგ დავით ქაშიაშვილს გამოკითხვაზე იბარებენ

3 აგვისტო, 2020 • 1194
ბაჩალიაშვილზე სიუჟეტის შემდეგ დავით ქაშიაშვილს გამოკითხვაზე იბარებენ

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს, რომელმაც გუშინ, 1 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეპორტაჟი მოამზადა, შსს-ში გამოკითხვაზე იბარებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს:

“მისი გამოკითხვა, გუშინ “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

“შაბათის ფორმულამ” საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ნფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა” – ამბობენ ტელეკომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი