ახალი ამბები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

2 აგვისტო, 2020 • 1463
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, რომელცი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ პრემიერისგან პირადად სურს მიიღოს დაპირება, რომ საქმე გამოძიებული იქნება:

“ისევ მივიღეთ დაპირებები, მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ მინდა გახარიასთან შეხვედრა. მე მინდა პირადად თვალებში ჩავხედო მას და მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე. გავრცელებულ ვერსიებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და მინს ეს პასუხები მივიღო გახარიასგან” – ამბობს გარდაცვლილის დედა, რომელიც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი