ახალი ამბები

შესაძლო კორუფცია შესყიდვებში პანდემიის დროს – Bellingcat-ის გამოძიება საქართველოზე

1 აგვისტო, 2020 • 2389
შესაძლო კორუფცია შესყიდვებში პანდემიის დროს – Bellingcat-ის გამოძიება საქართველოზე

საერთასორისო გამოცემა Bellingcat აქვეყნებს საქართველოში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის და ახალი სამთავრობო სერვისების მოულოდნელი მოთხოვნილებების ფონზე ქვეყანაში ელექტრონული ტენდერების ნაცვლად, ე.წ გამარტივებული სახელმწიფო შესწყიდვები ჩატარდა. სტატიაში განმარტებულია, რომ აღნიშნული პრაქტიკა გულისხმობს კომპანიებისთვის არაკონკურენტული გარემოს შექმნას, რომლის ფონზეც შესაძლოა გამოიკვეთოს სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის ქრთამის აღება და ფავორიტიზმი.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ Covid-19-ზე სახელმწიფოს რეაგირების, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობის დროს, დაფიქსირდა საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები და არაკონკურენტული ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის, რომელთა მესაკუთრეების უმეტესობა “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან ან უკავშირდებიან მთავრობის წარმომადგენლებს.

ამასთან, გამოცემა განმარტავს, რომ გამოძიება ძირითადად ორ მიმართულებაზე ჩატარდა. პირველია საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის განხორციელებული საჭირო შესყიდვები დამ მეორე, სასტუმროების, როგორც საკარანტინო ზონების ხარჯები. პირველ შემთხვევაში, მთავარი შემსყიდველია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო მეორე შემთხვევაში – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შესყიდვები ჯანდაცვის სფეროში

სტატიაში მოყვანილია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც გამარტივებული პროცედურების შედეგად კონტრაქტები ძირითადად ახლად შექმნილ კომპანიებთან დაიდო. ასევე აღნიშნულია, რომ ამ კომპანიების უმეტესობა სამედიცინო სფეროში არ მოღვაწეობს, ბევრ მათგანს კი მმართველობაში ჰყავს ისეთი პირები, ვინც “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მომწოდებელი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა არის შპს Weekend. ყველაზე მსხვილი შესყიდვა კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელდა 1 329 680 დოლარს უდრის.

ფოტო: Bellingcat

აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბონდო გოლეთიანია, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის 25 000 ლარი შემოწიროლობა გასცა.

ამასთან, ბონდო გოლეთიანი ფლობს სხვა კომოანიების – შპს “რესპირატორი” და შპს Georgian Mobile Import წილებსაც, სადაც მისი ბიზნეს პარტნიორები მისი ოჯახის წევრები ჭიჭიკო გოლეთიანი და ლექსო გოლეთიანი არიან. ზურაბიშვილის კამპანიისთვის კი მათ ერთად 42 996 ლარის შემოწირულობა გასცეს. გოლეთიანის კიდევ ერთმა ბიზნეს პარტნიორმა, შალვა ერისთავმა კი იგივე კამპანიას 60 000 ლარი შესწირა.

გარდა ამისა, კომპანია შპს “ად მედიის” 75%-იანი წილის მფლობემლმა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას 100 000 ლარი შესწირა. პანდემიისას კომპანიამ 40 000 სამშრიანი პირბადის საწარმოებლად ჯანდაცვის სამინსიტროსთან კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ სერგო გოლეტიანმა 2020 წლის 15 აპრილსს დაარეგისრირა შპს “რესპირატორი”, 16 აპრილს კი კომპანიამ 4 მილიონი პირბადის დასამზადებლად მიიღო შეკვეთა “ქართუსგან”.

ფოტო: Bellingcat

ჯანდაცვის სამინისტრომ შესწყიდვებთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა ასევე შპს “ჯეოფერუმთან”, რომელსაც ბიოლოგიური დაცვის კოსტიუმები შეუკვეთა. გამოცემის ცნობით, ამ ამბავში არაბუნებრივი დეტალი იმაში მდგოამრეობს, რომ აღნიშნული კომპანია ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციითაა დაკავებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წლის 21 მაისს დაარსდა, მან პირველად მიიღო მონაწილეობა საჯარო შესყიდვებში, რის სანაცვლოდაც კომპანიამ მაშინვე მიიღო 521 700 ლარი.

ფოტო: Bellingcat

სტატიაში ასევე საუბარია შპს “ჯეოორთოზე”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან ლურსმანაშვილია. კომპანია სამედიცინო საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული, თუმცა ის საჯარო შესყიდვების შავ სიაშია, იმ მიზეზით, რომ კომპანიამ “ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მოპოვების მიზნით”.

ფოტო: Bellingcat

გამოცემის თანახმად, ლურსმანაშვილმა 2016 და 2018 წლებში არჩევნებისას “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს 35 000 ლარი შესწირა. ის ასევე 50%-იანი წილის მფლობელია შპს “ტანდემში”. კომპანიის სხვა ორმა აქციონერმა, მამუკა ხელაიამ და დავით კაპანაძემ კი “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისთვის 60 000 ლარი შესწირეს.

სტატიაში ასევე საუბარია შპს “შილდზე”, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი სამედიცინო აპარატების, კერძოდ ერთჯერადი გადასაფარებლების და ბახილების მიწოდებასთან დაკავშირებით გააფორმა. ეს კომპანია 2020 წლის 10 აპრილს არის დარეგისტრირებული, თუმცა კონტრაქტის გაფორმება დარეგისტრირებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა.

ფოტო: Bellingcat

სტატიის მიხედვით, კიდევ ერთი ახლად რეგისტრირებული კომპანია, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში კონტრაქტი გააფორმა ჯანდაცვის სამინისტროსთან არის შპს TNK. კომპანია 2020 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა, ორი თვის შემდეგ კი სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.

ასევე გამოცემის თანახმად, 2020 წლის 12 მარტს დარეგისტრირებულმა კომპანია შპს Elit Medical-მა, დარეგისტრირებიდან ერთი კვირის თავზე ჯანდაცვის სამინისტროსგან 704 320 ლარი მიიღო.

ფოტო: Bellingcat

ასევე სტატიის მიხედვით, შპს “დოქტორ გუდსმა” ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან გაფომებული ხელშეკრულებების შედეგად 2 160 613 ლარი მიიღო. კომპანიამ უწყებებთან 17 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დადო.

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

სტატიაში ასევე განმარტებულია, რომ შპს “დოქტორ გუდს” სამი აქციონერი ჰყავდა, საიდანაც 49.3% “სტარტაპ საქართველოს” ეკუთვნოდა 2020 წლის 28 მაისამდე. აღნიშნული თარიღის შემდეგ, აქციები კომპანიაშე მამუკა ხადურსა დავით ტვილდიანზე გადანაწილდა თანაბრად.

“უნდა აღინიშნოს, რომ “სტარტაპ საქართველოს” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია სსიპ “საპარტნიორო ფონდია”. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კი დავით საგანელიძეა, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატია და რომელიც 2013 წელს “ქართულ ოცნებას” შემომწირველი იყო.

საინტერესოა, რომ სსიპ “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის მოადგილე, 5 წლის განმავლობაში ამჟამინდელი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაა”, – აღნიშნულია სტატიაში.

შესყიდვები საკარანტინე ზონების შესაქმნელად

სტატიის თანახმად, საკარანტინე სივრცეების შესაქმენლად და მათი საჭიროებებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად 26 432 000 ლარი გაიღო. ეს ხელშეკრულებები ძალაში 19 მარტს შევიდა და პირველ მაისს დასრულდა.

გამოცემის მიხედვით, კომპანიამ Group Inn, რომელიც “ივერია ინნ”-ის, “ბაკურიანი ინნ”-ის და როიალ ინნ”-ის მფლობელია, 13 მარტს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანიის შვილობილ კომპანიებში ოთახებს გამოიყენებდა.

აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით საკარანტინო სივრცეები განთავსდა “ივერია ინნ”-ში 1 488 640 ლარის სანაცვლოდ, ასვე “გუდაური ინნ”-ში 700 000 ლარის სანაცვლოდ და “ბაკურიანი ინნ”-ში 675 740 ლარის სანაცვლოდ. Group Inn-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი პაატა კოკაიაა, რომელიც ასევე იყო სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი.მან ზურაბიშვილს 2018 წელს 55 000 ლარი შესწირა. კოკაია “გუდაური ინნ”-ში 40%-იან წილს ფლობს, “ივერია ინნ”-ში 35%-ს, “ბაკურიანი ინნ”-ში კი 20%-ს,

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

სტატიის მიხედვით, “ივერია ინნ”-ის ყოფილმა მფლობელმა, რევაზ თავართქილაძემ, ასევე შესწირა “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი.

გამოცემა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე” დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი სასტუმროს, სადაც საკარანტინე ზონა მოეწყო, “ყვარლის ედემის” დირექტორმა ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს “ქართულ ოცნებას” 65 000 ლარი შესწირა. რამდენიმე დღეში კი კომპანიას გამარტივებული შესყიდვების წყალობით ტურიზმის ადმინისტრაციისგან დაუმტკიცდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის 227 300 ლარს მიიღებდა.

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

“ყვარლის ედემის” მთავარი პარტნიორი შპს “ზიმოა”, რომელიც კომპანიის 50%-ს ფლობს და რომელმაც 2019 წელს “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირა.

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

ფოტო: Bellingcat

გამოცემის მიხედვით, კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად მთავრობისგან ფული მიიღო “კახური ტრადიციული მეღვინეობაა”. კომპანიამ 81 ადგილი გამოყო საკარანტინე სივრცედ, რაც მთავრობას 185 670 ლარი დაუჯდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” ორჯერ შესწირა 120 000 ლარი, საერთო ჯამში კი 240 000 ლარი.

ფოტო: Bellingcat

ამასთან სტატიის მიხედვით, კომპანიის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საპრეზიდენტო არჩევნებისას დამოუკიდებლად შესწირა 60 000 სალომე ზურაბიშვილს.

ფოტო: Bellingcat

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველია ზურაბ ჩხაიძის ძმა, ჯიმშერ ჩხაიძეც, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 2019 წელს 10 000 ლარი შესწირა. ზურაბ და ჯიმშერ ჩხაიძეები კომპანია “ასკანელი ძმების” დაფუძნებლები არიან.

ფოტო: Bellingcat

მასალების გადაბეჭდვის წესი