ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

31 ივლისი, 2020 • 1053
აფხაზეთში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსით მესამე პაციენტი [79 წლის] გარდაიცვალა.

ოფიციალური ცნობითვე, პაციენტი სოხუმიდან გუდაუთაში 29 ივლისს გულის მწვავე დაავადებით გადაიყვანეს.

დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული [ქართული მხარე სოხუმის სტატისტიკას არ ენდობა], რომელთაგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი