ახალი ამბები

ბარათაშვილის ხიდზე 1-16 აგვისტოს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

31 ივლისი, 2020 •
ბარათაშვილის ხიდზე 1-16 აგვისტოს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, პირველიდან თექვსმეტი აგვისტოს ჩათვლით თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის განცხადებით, იგეგმება დედაქალაქში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმება, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მერიის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი