ახალი ამბები

31 ივლისი: Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

31 ივლისი, 2020 • 1560
31 ივლისი: Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

31 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

  • ახალი შემთხვევებიდან 5 არის „შემოტანილი“;
    • მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია;
  • ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან;
  • ერთი პაციენტი არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი;
  • ხოლო მერვე — სამედიცინო პერსონალი;

მთავრობის შექმნილი ოფიციალური საიტის, StopCov.ge-ს თანახმად, საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების, ჯამში, 1168 შემთხვევა გამოვლინდა.

სრული ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1168
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 940
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6588
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მასალების გადაბეჭდვის წესი