ახალი ამბები

მაღაროელის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა 10 დღეში იქნება – GM

30 ივლისი, 2020 • 906
მაღაროელის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა 10 დღეში იქნება – GM

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ ჭიათურაში ერთ-ერთი მაღაროს ტერიტორიაზე მაღაროელის გარდაცვალებაზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.

57 წლის მაღაროელი, მებიგე, მერაბ მუმლაძე 23 ივლისს დაიღუპა ითხვისის მაღაროს ტერიტორიაზე.

კომპანიის პირველადი ინფორმაციით, დასაქმებული ბუნებრივი სიკვდილით, გულის შეტევით, გარდაიცვალა.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ჩანიშნულია და დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი